კომაროვის სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები პანსიონში მცხოვრებ გოგონებს საბანკეტო კაბებს შეუკერავენ და საჩუქრად გადასცემენ

კომაროვის სკოლა მხოლოდ მაღალი სტანდარტის განათლების მიღების ადგილი არ არის, ეს არის სივრცე, სადაც თაობები ერთმანეთთან მჭიდროდ ერთიანდებიან და ერთი დიდი ოჯახის ნაწილად იქცევიან.

ამ კავშირის ნათელი მაგალითია წარმატებული კურსდამთავრებულების სტუმრობა კომაროვის სკოლაში. ამჯერად სკოლას „მეთერსის“ თანადამფუძნებლები ესტუმრნენ. მათ მოსწავლეებს საკუთარი ემოციები გაუზიარეს და აღნიშნეს, რომ კომაროვში გატარებული წლები მათი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი პერიოდი იყო.

გაიხსენეს ის მნიშვნელოვანი ეტაპიც, როცა სკოლას ამთვარებდნენ და საბანკეტო სამოსზე ბევრს ფიქრობდნენ. სწორედ ამ მოგონებამ შთააგონა ისინი, რომ პანსიონში მცხოვრებ გოგონებს საბანკეტო კაბები თავად შეუკერონ და საჩუქრად გადასცენ.

დღეს უკვე წარმატებული კომაროველები საკუთარ თავს კვლავ იმ მოსწავლეებში ხედავენ, რომლებიც სასკოლო განათლებას იღებენ და მათ მსგავს გზას გადიან.

მხარდაჭერა და სიყვარული, ეს არის ის ღირებულებები, რომლებსაც კომაროვის კურსდამთავრებულები მუდმივად უბრუნებენ საკუთარ სკოლას.

ადგილი, სადაც თითოეული თაობა მომდევნოს სითბოთი და პასუხისმგებლობით ხვდება.


ზემოთ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: ლილიანა კვიტატიანი ტელ: 555 672 784